ნეძვის აღკვეთილში მოწყობილია შესანიშნავი პანორამული ბილიკი, რომელიც სოფელ ახალდაბას, მთა დიდ ქართას, მთა შუანოსა და სოფელ ნეძვს აკავშირებს ერთმანეთთან.
ბილიკის სიგრძე 32 კილომეტრია, ის საშუალო სირთულისაა და მისი სრულად გავლისთვის 2 დღეა საჭირო. ბილიკის გასწვრივ განთავსებულია მანიშნებლები და მოწყობილია ფანჩატურები, ხოლო მთა შუანოსთან 12 ვიზიტორზე გათვლილი ტურისტული კოტეჯი დაგხვდება.
ნეძვის აღკვეთილი განსაკუთრებით ცნობილია კავკასიური სოჭის (Abies nordmanniana) კორომებითა და ფოცხვრის საბინადრო ტერიტორიით.