KA

ოქროს ტბა

თუ საქართველოს საპორტო ქალაქს - ფოთს ესტუმრები, ხელოვნურად დაგუბებული წყალი - „ოქროს ტბაც“ აუცილებლად უნდა ნახო. ის ფოთთან ახლოს, მალთაყვის დასახლებასთან მდებარეობს და მთლიანად მწვანეშია ჩაფლული.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
ფოთი

„ოქროს ტბის“ სიგრძე 1000-1200 მეტრს აღწევს, ხოლო სიგანე - 150-200 მეტრს. მისი მაქსიმალური სიღრმე 4-იდან 6 მეტრამდეა, ფსკერი კი თანაბარი და ქვიშიანია. 

ტბაში არაერთი ჯიშის თევზი ბინადრობს: კეფალი, ზუთხი, კობრი, ამური, კარჩხანა და შამაია. სეზონურად თევზაობაც შესაძლებელია. სპეციალური ბადით ორ ნაწილად გაყოფილი ტბა ერთმანეთისაგან აცალკევებს ქორჭილასა და დანარჩენ თევზს.

ხელოვნურად შექმნილი ტბისთვის ხელოვნურადაა შექმნილი რელიეფიცა და ფორმაც. „ოქროს ტბის“ ძირითადი დანიშნულება წლების განმავლობაში წყალსათხილამურო სპორტსმენების მასპინძლობა იყო. 1991 წელს ევროპის ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში სწორედ „ოქროს ტბაზე“ გაიმართა. 

მდინარე მალთაყვასთან მდებარე ეს ხელოვნური ტბა წლის ყველა სეზონზე ულამაზესი სანახავია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა