დიდი ოქროწყლის ტბიდან პატარა ოქროწყლის ტბამდე მისასვლელად საკმაოდ სახიფათო ქედი უნდა გადალახო, თუმცა მთებით გარშემორტყმული ფირუზისფერი ტბა საოცარი სანახავია. შთამბეჭდავია ოქროწყლის მეორე, უფრო მუქი ფერის ტბაც.
გზად ჩანჩქერების კასკადს დაინახავ, რომელიც ოქროწყლის ტბებიდან გამოედინება. ამასთანავე, კავკასიონის მთების ალპური მდელოებით, მთის მდინარეებითა და ნაკადულებითაც მოიხიბლები, რადგან რთულ გზაზე შთაბეჭდილებები შთაბეჭდილებებს ცვლის.
თუ ამ თავგადასავალს დაგეგმავ, გზის დაწყება ხაიშის თემის სოფელ ლუხიდან მოგიწევს. დაგჭირდება მაღალი გამავლობის მანქანა და საცალფეხო ბილიკებზე ფეხით სიარულისთვისაც მზად უნდა იყო.
თან აუცილებლად გაიყოლე გამოცდილი გიდი, რომელსაც ეს მარშრუტი კარგად ეცოდინება.