KA

პარაგლაიდინგი ბახმაროში - მთა გადრეკილი

მაღალმთიანი კურორტი ბახმარო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აჭარა-გურიის მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს. მთა გადრეკილი ბახმაროს ცენტრიდან 2 კილომეტრშია. მთის სიმაღლე 2507 მეტრია. ასაფრენ წერტილამდე მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით, საფრენი არეალი მთის სიახლოვესაა, დასაჯდომი წერტილი გაშლილ მინდორზე ორგანიზებულ დასაფრენ ლოკაციაზეა. საფრენი დრო - 20-25 წუთი.
რეგიონი
გურია
სოფელი
ბახმარო

სეზონი

ბახმაროში პარაგლაიდინგი შესაძლებელია ზაფხულის პერიოდში. 

ვის შეუძლია ფრენა?

ფრენისთვის აუცილებელია, რომ სხეულის წონა იყოს, მინიმუმ, 30 კგ და, მაქსიმუმ, 220 კგ. 

აღნიშნულ ლოკაციაზე პარაგლაიდინგი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. 

არასრულწლოვანს შეუძლია იფრინოს მხოლოდ მშობლების თანხმობით. 

უსაფრთხოება

ფრენა რეკომენდებულია იმ პილოტთან ერთად, ვისზეც საქართველოს პარაგლაიდინგის სკოლის მიერ გაცემულია ტანდემ პილოტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა.

პილოტის სავარძელი აღჭურვილია სათადარიგო პარაშუტით; ფრენისას პილოტსაც და მგზავრსაც ახურავს ჩაფხუტი. ასევე სასურველია მზის სათვალე. ზაფხულში უნდა გქონდეს მსუბუქი მოსაცმელი, ხოლო დანარჩენ სეზონზე აუცილებელია დათბილული ტანისამოსი. საჭიროების შემთხვევაში, პილოტები იზრუნებენ შენს ჩაცმულობაზე. ფეხზე აუცილებლად უნდა გეცვას დახურული სპორტული ფეხსაცმელი.

შეგიძლია ფრენა  გადაიღო GoPro კამერით, რასაც ასევე პილოტები უზრუნველყოფენ.

კვალიფიციურ პილოტთან ტანდემში ფრენის დაწყებამდე პილოტი ჩაგიტარებს ინსტრუქტაჟს ფრენის პროცესთან დაკავშირებით.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა