თბილისის პარაგლაიდინგის ბაზა ქალაქის ცენტრიდან, დაახლოებით, 20 კმ-ში, თბილისის ზღვასთან ახლოს, „პატარა ლილოში“ მდებარეობს.
სასტარტო ადგილი დაბალი სიმაღლის მთაა. ფრენა კი 5-დან 30 წუთამდე გრძელდება, რაც მეტწილად ამინდზეა დამოკიდებული.
გაითვალისწინე, რომ ამ ლოკაციაზე პარაპლანით ფრენა აპრილიდან ნოემბრამდეა შესაძლებელი, შესაბამისი ამინდის გათვალისწინებით.
ფრენისთვის აუცილებელია, რომ სხეულის წონა იყოს მინიმუმ 30 კგ და მაქსიმუმ 220 კგ.
აღნიშნულ ლოკაციაზე პარაგლაიდინგი ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
არასრულწლოვანს შეუძლია იფრინოს მხლოდ მშობლების თანხმობით.
ფრენა რეკომენდებულია იმ პილოტთან ერთად, ვისზეც საქართველოს პარაგლაიდინგის სკოლის მიერ გაცემულია ტანდემ-პილოტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა.
პილოტის სავარძელი აღჭურვილია სათადარიგო პარაშუტით; ფრენისას პილოტსაც და მგზავრსაც ახურავს ჩაფხუტი, ასევე სასურველია მზის სათვალე.
რადგან სიმაღლეზე დაახლოებით 10°C-ით ნაკლები ტემპერატურაა, ვიდრე მიწაზე, ზაფხულშიც კი შეიძლება მსუბუქი მოსაცმელი დაგჭირდეს. ნოემბერში გაფრენისას კი სქელი ქურთუკი აუცილებლად უნდა წაიღო, თუმცა, თუ ასეთი ტანსაცმელი თან არ გაქვს, ბაზაში ამის მომსახურებაც არსებობს. ფეხზე კი დახურული სპორტული ფეხსაცმელი უნდა გეცვას.
თუ გინდა, რომ ფრენის დროს განცდილი ემოციები საკუთარი თვალით ნახო ან ახლობლებს გაუზიარო, შეგიძლია ვიდეო ან ფოტოგადაღების მომსახურებითაც ისარგებლო, რაზედაც პილოტი იზრუნებს.
კვალიფიციურ პილოტთან ტანდემში ფრენის დაწყებამდე პილოტი ჩაგიტარებს ინსტრუქტაჟს ფრენის პროცესთან დაკავშირებით.