KA
ერთდღიანი ტური სამცხე-ჯავახეთში
თუ განტვირთვისთვის იდეალურ მარშრუტს ეძებ პანორამული ხედებით, ანტიკური კულტურის ნაშთებით, ციხე-სიმაგრეებითა და გამორჩეული ტაძრებით, მაშინ სამცხე-ჯავახეთში ერთდღიანი ტური აუცილებლად უნდა დაგეგმო. ტურის განმავლობაში შესაძლებლობა გექნება ესტუმრო ბორჯომს, ვარძიას, ხერთვისსა და ახალციხეს.
მანძილი
120კმ
დრო
8-12სთ
სირთულე
საშუალო
1ვარძია
რამდენჯერაც არ უნდა ესტუმრო საქართველოს, ეს ქვეყანა ყოველ ჯერზე თავიდან გაგაოცებს, მოგხიბლავს და დროში მოგზაურობას მოგანდომებს - საუკუნეების წინანდელი განუმეორებელი ძეგლები შენს წინ გადაშლის მთელ ისტორიას და მოგიყვება ამბებს, რომლებსაც სხვაგან ვერსად მოისმენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ქმნილებაა ვარძია - შუა საუკუნეების კლდის ხუროთმოძღვრების დიდებული ანსამბლი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძეგლი საქართველოში.
2ხერთვისის ციხე
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების უმრავლესობა საუკუნეებს ითვლის, რადგან ეს უძველესი ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა, სადაც ყოველ ქალაქსა თუ სოფელში გამორჩეული არქიტექტურის ძეგლებს შეხვდები. ხერთვისის ციხე-დარბაზი სწორედ ასეთი, ერთ-ერთი უძველესი და კარგად შემონახული ნაგებობაა, რომელიც, ისტორიული წყაროების მიხედვით, სავარაუდოდ, X საუკუნეში უკვე არსებობდა. 
3ახალციხის ციხე
თუ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ლაბირინთები გაინტერესებს, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს მხარეში - სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხის მთავარ ციხესიმაგრეს უნდა ესტუმრო. ის ქალაქის ისტორიულ უბანში - რაბათში, მაღალ მთაზეა გაშენებული და ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან მოჩანს.
4ფრინველებზე დაკვირვება: ჯავახეთის ტბები
ჯავახეთის ვულკანური ზეგანი მცირე კავკასიონის დასაწყისია. საქართველოში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ბევრი ტბაა. ამ ტბების დიდი ნაწილი - კარწახის, ბუღდაშენის, მადათაფის, ხანჩალის ტბები და სულდის ჭაობი ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ნაწილია და მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.
5ბორჯომი
მინერალურ წყალ „ბორჯომს“ (Borjomi) მსოფლიოს 32 ქვეყანაში შეხვდები და ის საქართველოს ერთგვარი სავიზიტო ბარათია. ქალაქი ბორჯომი კი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია, სადაც სამკურნალო წყაროები, წიწვოვანი ტყეები და ჰაერი განსაკუთრებულად მარგებელი თვისებებით ხასიათდება.
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა