KA
Akhaltsikhe Castle

ახალციხის ციხე

თუ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ლაბირინთები გაინტერესებს, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს მხარეში - სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხის მთავარ ციხესიმაგრეს უნდა ესტუმრო. ის ქალაქის ისტორიულ უბანში - რაბათში, მაღალ მთაზეა გაშენებული და ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან მოჩანს.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ახალციხე

ახალციხის ციხის ისტორია

ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება, მაშინ მას ლომსია ეწოდებოდა და XI საუკუნეში მიმდინარე ომების დროს დაინგრა. XII საუკუნის დასაწყისში სამხრეთ საქართველოს წარჩინებულმა ფეოდალმა ბეშქენ II ჯაყელმა, დავით აღმაშენებლის დავალებით, ახალი ციხის მშენებლობა დაიწყო.

„ახალი ციხე“ - სწორედ აქედან მოდის ამ ადგილისა და შემდეგ აქ გაშენებული ქალაქის ახალციხის სახელიც.

ახალციხის ციხის სტრუქტურა

ციხის ზედა სივრცეში განთავსებულია სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, რომელიც ჯაყელების საგვარეულო სასახლეშია მოწყობილი; აგრეთვე, IX საუკუნის მართლმადიდებლური ტაძარი, მედრესე, მეჩეთი, ფაშას მოსასვენებელი, ციტადელი, დილეგები და ამფითეატრი. 

ქვედა ზონაში კი ყველა პირობაა კომფორტული და საინტერესო დასვენებისთვის: სასტუმრო, კაფეები და რესტორნები ქართულ-ევროპული კერძების დიდი არჩევანით, ღვინის მარანი, მაღაზიები და ქორწინების სახლიც კი. 
აქვეა საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის. 

დღეს ახალციხის ციხე მთელ ისტორიულ კომპლექსს მოიცავს, რომელიც თითქმის 7 ჰექტარზეა გადაჭიმული. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა