KA
Pekini Avenue

პეკინის გამზირი

თბილისში გასეირნებისას უამრავ დიდ თუ პატარა ქუჩას შეხვდები, რომლებიც თავისი ინდივიდუალური სტრუქტურით ნამდვილად მოგხიბლავს. ერთ-ერთი ასეთი ქუჩაა პეკინის გამზირი, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირიდან 26 მაისის მოედნამდეა გადაჭიმული და ის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე გამზირია, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საველოსიპედო თუ საფეხმავლო ბილიკებითა და უამრავი მაღაზიით.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას გვთავაზობს პეკინის გამზირი?

აქ თავს იყრის ტექნიკის ბრენდული მაღაზიები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსხვილი საერთაშორისო ბრენდები, სათვალის ცნობილი ბრენდები, მცირე ზომის ბუტიკები, სილამაზის ცენტრები, მაღალი დონის კაფეები, კვების ობიექტები ევროპული, აზიური და ქართული კერძებით, სასტუმროები, რომელთაგანაც ყველაზე გამორჩეულია 26 მაისის მოედანზე მდებარე 5-ვარსკვლავიანი, თანამედროვე და ფეშენებელური სასტუმრო.

პეკინის გამზირი ერთდროულად საინტერესოა როგორც შოპინგის, ისე გართობისა და დასვენების მოყვარულებისთვის. გამზირიდან 5-10 წუთის სავალზე ზოოპარკს შეხვდები, აგრეთვე, კაზინოებსა და ბევრ სხვა გასართობ ობიექტს.

როგორ მივიდეთ პეკინის გამზირამდე?

ვაჟა-ფშაველას გამზირის დასაწყისში მეტროსადგური „სამედიცინო ინსტიტუტი“ მდებარეობს, პეკინის გამზირის დასაწყისში კი - მეტროსადგური „ტექნიკური უნივერსიტეტი“. აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქის თითქმის ყველა უბნიდან მოგიყვანს.

პეკინის გამზირიდან გადაადგილება თბილისის ნებისმიერ წერტილშია მოსახერხებელი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ სპეციალურ ხაზში მოძრაობს და იშვიათად თუ ფერხდება. გამზირი ადაპტირებულია ველოსიპედით და სკუტერით მგზავრობის მოყვარულებისთვის. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა