6 მეტრი სიმაღლის, 30 მეტრი სიგრძისა და 30 მეტრი სიღრმის საკაჟიის ჰორიზონტალური კარსტული მღვიმე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანთან, მდინარე წყალწითელას ხეობის მარცხენა ფერდობზე, 150 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
1914 წელს აღმოჩენილი ეს მღვიმე ქუთაისიდან - 11, მოწამეთას მონასტრიდან კი - 1,5 კმ-შია. მისი მაქსიმალური სიგანე - 4.5 მ, სიმაღლე შესასვლელთან - 6 მ, ბოლოში კი 1 მეტრია. ეს არის მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც ძირითადად მშრალი და ნათელია.
აქ გამოკვლეულ 100 კვ.მ ფართობზე აღმოჩენილია: მღვიმური დათვის, მარტორქის, ლოსის, კეთილშობილი ირმის, ბიზონის, კავკასიური ჯიხვის, ტახისა და სხვა ცხოველების ძვლები; ნაპოვნია ნეანდერტალელი ადამიანის ზედა ყბის ფრაგმენტი და ცალკეული კბილები.
არქეოლოგიურ ფენებში აღმოჩენილია კაჟის ქვისგან, ბაზალტისა და კვარცისგან დამზადებული წვეტანები, სახოკები, დანები, სხვა იარაღები, დაახლოებით 3000-მდე ნაკეთობა.
გაითვალისწინე, რომ მღვიმეში მოგზაურობისთვის აუცილებელია შესაბამისი ნებართვეის აღება იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისგან.
მღვიმეში არ არის ტურისტული ინფრასტრუქტურა.