KA
The Yota Royal Gallery

სამხედრო ისტორიული მინიატიურები - „იოტა როიალი"

ამ გალერეის შესახებ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იციან იმ ადამიანებმა, ვისაც კალის ჯარისკაცების ზღაპრული სამყარო უყვარს - Yota Royal Gallery-ს 40 მმ სტანდარტის ფიგურების ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია აქვს მსოფლიოში.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას გთავაზობს „იოტა როიალი“? 

ნახევარი საუკუნის მანძილზე ნაგროვები კოლექციის 2,213 ფიგურა Yota Royal-მა საკუთარი წარმოების მაკეტზე „დროის პორტალზე“ განათავსა, სადაც სხვადასხვა სიუჟეტია დადგმული: „3 მუშკეტერი“, „საიდუმლო კუნძული“, „სამეფო კარის თამაშები“ და „კარიბის ზღვის მეკობრეები“.

აქ, მთლიანობაში, 43 დასახელების 20 000-მდე ფიგურაა, მათ შორის - პიერფონის ციხესიმაგრე, დადიანების სასახლე,  მსოფლიო მონარქები, საქართველოს მეფეები, ოსტატი და მისი მარგარიტა, რაც თავად Yota Royal-ის შექმნილია.

Yota Royal პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი და ამიერკავკასიაში დღემდე ერთადერთი გალერეა და მწარმოებელია, რომელიც ლითონის 40 მმ სტანდარტის ფიგურებსა და ისტორიულ მაკეტებს ამზადებს და გამოფენს.

ფიგურები ბრინჯაოთი, ვერცხლითა და თითბრით მზადდება, გალერეაში კი მათი შეძენაც შეგიძლია.

თუ გაინტერესებს, როგორი იყო ლეგენდარული პიერფონი, სადაც დიუმამ პორთოსი „დაასახლა“, ან თუ გსურს, დიდებული თამარ მეფე ხელისგულზე ატარო, აუცილებლად მოდი Yota Royal Gallery-ში.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა