KA
The Astronomical Clock

ასტრონომიული საათი

ზღვისპირა ქალაქებში მზის ჩასვლისა და ამოსვლის ყურება ცალკე სანახაობაა. განსაკუთრებით ისეთ ქალაქში, როგორიც ბათუმია. მზისა და ზღვის შერწყმის დამატყვევებელი ფერების ფონზე საოცარი ფოტოების გადაღებაც შეიძლება, მთავარია, ზუსტად იცოდე, როდის იქნებიან ისინი ერთმანეთთან ყველაზე ახლოს.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ბათუმი

რა არის ბათუმის ასტრონომიული საათი?

ამას ბათუმის ასტრონომიული საათი გეტყვის. რეალური დროის გარდა, ის ასევე გიჩვენებს: მზის, მთვარის, პლანეტებისა და ზოდიაქოს თანავარსკვლავედების განლაგებას, მერიდიანს, ჰორიზონტს, მთვარის ფაზას და მის მოძრაობას დედამიწის გარშემო.

ასტრონომიული საათი ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, ეროვნული ბანკის უნიკალური შენობის კოშკზეა განთავსებული და ბათუმის ერთ-ერთი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა.

სპეციალური მექანიზმით მომუშავე ბათუმის საათი პრაღის რატუშის ცნობილი საათის მსგავსია და საქართველოსთვის გერმანიაში დაამზადეს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა