სამ ადგილზე განთავსებული მოცეკვავე შადრევნები ღამის ქალაქს განსაკუთრებულ ელვარებასა და ფერებს სძენს, მუსიკალურ ჰანგებში ჩაძირულ ზღვას კი იდუმალებას მატებს. სამგანზომილებიანი სანახაობა 30 წუთის განმავლობაში გრძელდება და ლაზერშოუს თანხლებით მიმდინარეობს.
შადრევნები ცეკვას საღამოს 9 საათზე იწყებს და სანახაობა ღამის 2 საათამდე არ სრულდება. შოუს მაყურებლებისთვის სპეციალურად მოწყობილი სივრცეებიც არსებობს.
მსგავს სანახაობას ბათუმის ძველ ბულვარსა, არდაგანის ტბაზე და ევროპის მოედანზეც იხილავ. ქართული სიმღერების გარდა, მსოფლიოს ცნობილი შემსრულებლებიდან აქ ლუჩიანო პავაროტის, ბარი უაიტის, დაიანა როსის, სტინგისა და სხვა ვარსკვლავების განუმეორებელ კომპოზიციებსაც მოისმენ.