თბილისის ზღვაზე შენს განკარგულებაში თანამედროვე იახტკლუბის - „თბილისის ზღვის კლუბის“ ორი დიდი აუზი, ორი იახტა და ორი კატერია. კლუბის ტერიტორიაზე არც ბავშვები მოიწყენენ. მათთვის გათვალისწინებულია პატარა აუზი თავისი სასრიალოთი.
სურვილის შემთხვევაში „თბილისის ზღვის კლუბში“ მთელი დღის გატარება შეგიძლია. აქ გახსნილია კაფე და რესტორანი, სადაც უგემრიელეს კერძებსა და გამაგრილებელ სასმელებს შემოგთავაზებენ. „თბილისის ზღვის კლუბში“ სეზონი მაისის ბოლოს იხსნება და სექტემბრის ბოლოს იხურება.