პარკი პატარა გორაკზეა გაშენებული და აქ მთელ ტერიტორიას სასეირნო ბილიკები მიუყვება. აქვეა ამფითეატრი, აგრეთვე, ატრაქციონები ყველა თაობისთვის, სკამები ხეების ჩრდილში და შადრევნები, რომლებიც საუკეთესოა სიცხეში გაგრილებისთვის. ნადიკვარზე მოწყობილი გადმოსახედებიდან ალაზნის ველისა და კავკასიონის ბრწყინვალე ხედები იშლება.
პარკში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უკრაინელი პოეტი ქალის - ლესია უკრაინკას ძეგლიც დგას, რომელიც თელავში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა და საქართველო საკუთარ სამშობლოსავით უყვარდა.
გარდა იმისა, რომ ნადიკვარი ლამაზი პარკია და იქ დასვენება დიდსა და პატარას ერთნაირად უყვარს, პარკში გადასახედი მოედანია, საიდანაც საოცარი, პანორამული ხედები იშლება თელავზე, ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე.