ამ 1140-მეტრიანი საჰაერო გზით ილია ჭავჭავაძის პროსპექტის №76-იდან, კერძოდ კი ვაკის პარკიდან კუს ტბამდე 6 წუთში ახვალ. კაბინა 12 ადამიანს იტევს.
ველომოყვარულებს შეუძლიათ, გონდოლებზე დამონტაჟებული სპეციალური საკიდებით ველოსიპედები ტბამდე აიტანონ.
გონდოლებს შენარჩუნებული აქვს ძველი დიზაინი - 1965 წლის დროინდელი, როცა ისინი პირველად გამოჩნდა თბილისის ცაზე.
ეს ახალი საჰაერო გზაა და გონდოლებიც თანამედროვე დიზაინისაა. რიყის საბაგირო რიყის პარკიდან ნარიყალას ციხესიმაგრეზე აგიყვანს. მგზავრობისას განსაკუთრებული ხედები იშლება ძველ თბილისსა და მის შემოგარენზე.
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია. ამ წრეზე 7 გონდოლა მოძრაობს და ერთი კაბინა 8 ადამიანს იტევს.
ამ გზით მდინარე ვერეს ხეობაზე გადაივლი და ზუსტად 4 წუთში ერთი უბნიდან მეორეში გადახვალ.
საბაგირო ერთმანეთთან აკავშირებს უნივერსიტეტის ქუჩა №2-ს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის X კორპუსი) და ბაგებს - საცხოვრებელ უბანს. ხაზის სიგრძე 320 მეტრია და თითო გონდოლას ერთ ჯერზე 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.