KA

ქუთაისის საბაგირო

ქუთაისი იმერეთის რეგიონში მდებარეობს და ეს ქალაქი კულტურული ძეგლების სიმრავლითა და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. აქ ასევე თანამედროვე ობიექტებსაც ხშირად შეხვდები, მათ შორის, თეთრ ხიდთან ახლოს, ბესიკ გაბაშვილის ქუჩაზე არსებულ საჰაერო ტრამვაის - საბაგიროს.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ქუთაისი

ქუთაისის საბაგიროს - საჰაერო ტრამვაის ისტორია

საბაგირო ქუთაისში 1961 წელს აშენდა. მისი ორი ძველებური ყაიდის ფერადი ვაგონი 8-8 მგზავრს იტევს. საჰაერო ტრამვაი ერთმანეთს რიონის სანაპიროებს გაბაშვილების გორასთან აკავშირებს. საბაგირო პირდაპირ გორის პარკში ჩერდება, სადაც რესტორანი, ატრაქციონები და გასართობი ობიექტებია განლაგებული.  

რას დაინახავ ქუთაისის საბაგიროდან? 

გარდა იმისა, რომ საჰაერო ტრამვაი ქუთაისის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ უბანში - გორაზე ასვლას ამარტივებს, გარემოს ზემოდან დათვალიერების შესაძლებლობასაც იძლევა. მაღლიდან ხელისგულივით მოჩანს ამ უძველესი ქალაქის ღირსშესანიშნაობები, მდინარე რიონში გაწოლილი თეთრი ქვები და ამწვანებული შემოგარენი. აქედან დღისით კარგად შეიგრძნობა ქუთაისის ცხოვრების რიტმი, განათებული ქალაქის თავზე ღამით გასეირნება კი ბევრად შთამბეჭდავია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა