საქართველოში კომუნიკაციის ხარისხი გამართულია. 3G თითქმის ყველგან ხელმისაწვდომია, ხოლო დიდ ქალაქებში - თბილისსა და ბათუმში შეგიძლია 4G-თაც ისარგებლო. ფინანსური თვალსაზრისით, მოგზაურისთვის ადგილობრივ ოპერატორთან დაკავშირება ხელსაყრელია. ადგილობრივი SIM ბარათის შესაძენად, რომელიც ნებისმიერ ხალხმრავალ ადგილზე იყიდება, მხოლოდ პასპორტია საჭირო.
მობილური ქსელები
საქართველოში სამი ძირითადი მობილური ოპერატორია: „ჯეოსელი“, „მაგთი“ და „სელფი“.
„ჯეოსელი“ - www.silknet.com ტელეფონი: 110 110 ან 277 01 77.
„ჯეოსელი“ კომპანია „სილქნეტის“ მობილური კავშირგაბმულობის მიმართულება და საქართველოში ყველაზე გავრცელებული ქსელია. „ჯეოსელის“ სიმ-ბარათის შეძენა შესაძლებელია კომპანიის ოფისებში, აეროპორტში, სასტუმროებში და სხვა.
„მაგთი“ - www.magticom.ge ტელეფონი: 110 011 ან 2217 00 00.
ეს ინტერნეტპროვაიდერი უნდა აირჩიო, თუ საქართველოს ყველაზე შორეულ კუთხეებში აპირებ მოგზაურობას. „მაგთის“ SIM ბარათის შეძენა შესაძლებელია კომპანიის ოფისებში, საქართველოს ფოსტის 81 სერვისცენტრში და ა.შ.
„სელფი" - www.cellfie.ge ტელეფონი: 110 101 ან 220 06 11.
Cellfie Mobile არის სწრაფად მზარდი ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც ორიენტირებულია ციფრულ სერვისებზე და სთავაზობს მომხმარებლებს მობილურ ინტერნეტს, ხმოვან მომსახურებას, საერთაშორისო როუმინგსა და წინასწარ გადახდილ მონაცემთა პაკეტებს ყოველდღიური გამოყენებისა და მოგზაურობისთვის. Cellfie უზრუნველყოფს როგორც SIM, ასევე eSIM ბარათებს, რაც მოსახერხებელ არჩევანს წარმოადგენს მათთვის, ვისაც სურს სწრაფი და მარტივი გააქტიურება მაღაზიაში მისვლის გარეშე.
სატელეფონო კომპანიები
საქართველოში რამდენიმე სატელეფონო კომპანიაა:
„გაერთიანებული ტელეკომი“ - unitedtelecom.ge
„ფლაიტელი“ - https://www.flytele.com
„მაქსნეტი“ - https://maxnet.ge/
„ახტელი“ - www.ak.ge
„ახალი ქსელები“ - www.ak.ge
„სილქნეტი“ -www.silknet.com
„ჯეონეთი“ - www.geonet.ge
„სერვისნეტი“ - www.service.net.ge
„მაგთიკომი“ - www.magticom.ge
„ლაგი“ - www.lagi.ge
„სითი ტელეკომი“ - www.citynet.ge
„ტელკო სისტემსი“ - www.telco.ge
„კავკასიის ციფრული ქსელი“ - www.cdn.ge
Wi-Fi ქსელი
უფასო Wi-Fi ხელმისაწვდომია თბილისისა და სხვა ქალაქების თითქმის ყველა კაფესა და რესტორანში, სავაჭრო ცენტრებში (Tbilisi Mall, East Point, ქარვასლა და ა.შ.) და სასტუმროებში.
ფოსტა
საფოსტო მომსახურების მიღება, ასევე ამანათების მიღება-გაგზავნა საქართველოში შესაძლებელია როგორც საქართველოს ფოსტის - , ისე DHL-ის, UPS-ის, Pony Express-ისა და სხვა კომპანიების საშუალებით.