KA

როგორ ვიმოგზაუროთ საქართველოში - ვიზები

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ

საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - „ლესე-პასეს“ (Laissez-passer) მფლობელ უცხოელ მოქალაქეებს.

უფრო კონკრეტულად კი ამ ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: ავსტრალია, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, არგენტინა, ახალი ზელანდია, ბარბადოსი, ბაჰრეინი, ბაჰამის თანამეგობრობა, ბელარუსი, ბელიზი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბოტსვანა, ბრაზილია, ბრუნეი-დარუსალამი, დომინიკის რესპუბლიკა,  ელ-სალვადორი, ეკვადორი, თურქეთი, თურქმენეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, ისრაელი, კანადა, კატარი, კოლუმბია, კორეის რესპუბლიკა, კოსტა-რიკა, ლიბანი, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მავრიკის რესპუბლიკა, მალაიზია, მალტა, მექსიკა, მონაკო, მოლდოვა, ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები – არუბისა და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები, ნორვეგია, ომანი, პანამა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სან-მარინო, საუდის არაბეთი, საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიები – საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია, სეიშელის კუნძულები, სენტ-ვისენტი და გრენადინები, სერბეთი, სინგაპური, სომხეთი, ტაილანდი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ქუვეითი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, წმინდა საყდარი, ხორვატია, ჰონდურასი, იორდანია.  

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ ევროკავშირში გაწევრიანებული 26 სახელმწიფოს მოქალაქეებს. ისინი ქვეყანაში სამგზავრო დოკუმენტის ან ევროკავშირში გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე შემოვლენ. 

ეს წესი ვრცელდება დიდი ბრიტანეთის, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიების – ბერმუდის, კაიმანის, ბრიტანეთის ვირჯინის, ფოლკლენდის, ტერკსის და კაიკოსის, გიბრალტარის, ჯერზის, გერნზის კუნძულებისა და მენის მოქალაქეებზე. 

ვის სჭირდება ვიზა და გამონაკლისი

საქართველოში მოგზაურობისთვის შესაბამისი ვიზა ესაჭიროება ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეს. გამონაკლისები არიან ჩინეთის, ეგვიპტის, გაიანას, ინდონეზიის, ინდოეთის, შრი-ლანკის, ნეპალისა და პერუს ის მოქალაქეები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის მიერ გაცემულ მოქმედ დიპლომატიურ ან ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტს ფლობენ. მათ შეუძლიათ განსაზღვრული ვადით შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველოს ვიზის მიღება შესაბამის საკონსულოებსა თუ საელჩოებში შესაძლებელია როგორც ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის, ისე ელექტრონული ვიზის პორტალის მეშვეობით. დოკუმენტების წარდგენა ვიზის კატეგორიის შესაბამისად ხდება. გადაწყვეტილება ვიზის გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ, ვიზის კატეგორიის გათვალისწინებით, 5-იდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში მიიღება. 

ტრანზიტი

საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისთვის ვიზა არ ესაჭიროებათ საერთაშორისო ავიახაზების, სარკინიგზო ან საზღვაო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შუალედური გადაჯდომით. თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ნებართვის შემთხვევაში, შეუძლიათ შემოვიდნენ ან ტრანზიტით გაიარონ საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა ქვეყანაში მათი ყოფნის ვადა 10 დღეს არ  უნდა აღემატებოდეს. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე ბმულს: https://new.geoconsul.gov.ge/ka

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა