სწორედ ამ ძეგლებზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები ინახება სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. აქ დაცული მდიდარი მასალა გვიანი ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუა საუკუნეებამდე პერიოდს მოიცავს. მუზეუმის ექსპონატებს შორის არის ნეოლითის პერიოდის სამკაულები, საოჯახო თიხის ჭურჭელი, ანტიკური პერიოდის დოქები, შუა საუკუნეების სარიტუალო ქვები, ნუმიზმატიკის ნიმუშები, მიწის დასამუშავებელი უძველესი იარაღები, ქვის სანაყები და ბრინჯაოს ხანის ხელცულები;
მუზეუმში ასევე გამოფენილია თანამედროვე ადგილობრივ მხატვართა ფერწერული ტილოები.
სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1959 წელს დაფუძნდა, 2004 წლის 27 ნოემბრიდან კი საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას სახელს ატარებს.