KA
Sighnaghi Museum

სიღნაღის მუზეუმი

თუ ეთნოგრაფიით ხარ გატაცებული და ქართველური ტომების ყოფა-ცხოვრება, ტრადიციები და კულტურა გაინტერესებს, კახეთში, სიღნაღის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას - ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს უნდა ესტუმრო.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
სიღნაღი

რას გთავაზობს სიღნაღის მუზეუმი?

სიღნაღში მდებარე მუზეუმში 60 000 ნივთია გამოფენილი. მათ შორის, აქ დაცულია არქეოლოგიური ექსპონატები; 

ეთნოგრაფიულ კოლექციაში ინახება უძველესი ქსოვილები, სპილენძისა და ხის ჭურჭელი, სხვადასხვა სამუშაო იარაღი, მეღვინეობის ნივთები, ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშები, მუსიკალური საკრავები და სხვა. 

მუზეუმში დაცულია უმდიდრესი ნუმიზმატიკური მასალა - 2000-ამდე ნიმუში, რომელთა შორის არის ქართველი მეფეების: თამარის, ლაშა-გიორგის, ერეკლეს მიერ მოჭრილი მონეტები, ჰერალდიკური ნიმუშები, ხმარებიდან გამოსული ქაღალდის ფული, რომელიც დღეს ობიექტური ისტორიული დოკუმენტია და სხვა.  

მუზეუმის სივრცეში სამხატვრო გალერეაც არის გახსნილი, სადაც 600-ამდე ფერწერულ ტილოსა თუ სკულპტურას დაათვალიერებ. აქ გელოდება გენიალური ქართველი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატთა მუდმივმოქმედი გამოფენა.  

სიღნაღის მუზეუმში დროებითი საგამოფენო დარბაზიც მუშაობს, სადაც ხშირად ეწყობა უცხოელ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენები;

ასე რომ, ამ კოპწია ქალაქში სეირნობისას მუზეუმშიც აუცილებლად შეიარე - აქ მრავალფეროვანი შთაბეჭდილება გელოდება.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა