საწყისი წერტილი - 1520
უმაღლესი წერტილი - 2200
ვერტიკალი - + - 680
არახვეთი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1520 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა ნაპირზეა გაშლილი, გუდაურიდან 15 კილომეტრში. არახვეთი საქართველოს სამხედრო გზის განაპირასაა გაშენებული, ალევის ქედის ძირში.
თბილისიდან არახვეთამდე 90 კმ-ია. ამდენად, ეს სკიტური შესაძლებელია დაიგეგმოს როგორც გუდაურიდან, ისე თბილისიდან.
მარშრუტი სოფელ არახვეთში იწყება. ასავლელია 680 ვერტიკალი. ბილიკი ტყეს მიუყვება უმაღლეს წერტილამდე, რომლის სიმაღლე 2200 მეტრია.
ამ წერტილიდან იწყებ დაშვებას იმავე ტრაექტორიით, რომლითაც ახვედი. სასრიალო მარშრუტის ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთ ექსპოზიციაზე, ტყეში გადის, რაც ამ მარშრუტს ხეობის სხვა მარშრუტებისგან განასხვავებს. მთიდან გუდაურის ულამაზესი ხედები იშლება. სრიალს იმავე ადგილას ასრულებ, საიდანაც სვლა დაიწყე.
ამ მარშრუტზე სრიალი შესაძლებელია იანვრიდან მარტის ბოლომდე.
მარშრუტამდე მისასვლელად მაღალი გამავლობის ავტომობილი დაგჭირდება. თუ წინასწარ გექნება ინფორმაცია, რომ გზები გაწმენდილია, დაბალი გამავლობის ავტომობილით მისვლაც შესაძლებელია.
აუცილებელი აღჭურვილობაა: სკიტურის თხილამურები, საზვავო უსაფრთხოების ჩანთა, საზვავო გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი და სხვა საჭირო ნივთები.
თუკი არახვეთზე წასვლას გუდაურიდან აპირებ, შეგიძლია გუდაურში არსებულ სასტუმროებში დაბინავდე.