KA

სკიტური ლაილას მწვერვალზე

საწყისი წერტილი - 1300 მეტრი უმაღლესი წერტილი - 3000 მეტრი ვერტიკალი - +- 1700 ლაილას მარშრუტზე წასვლაც, ისევე, როგორც სკიტურის სხვა მარშრუტებზე, მხოლოდ გაუკვალავ თოვლში მოთხილამურეებისთვისაა რეკომენდებული. აუცილებელი რეკომენდაციაა მარშრუტზე სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად გასვლა. 
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

ადგილმდებარეობა 

ცხუმარის თემი მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. თემი 6 სოფელს აერთიანებს და ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზე, მწვერვალ ლაილას ძირშია გაშლილი. ცხუმარი მესტიის ცენტრიდან 18 კილომეტრშია.

ლაილას მარშრუტი

მარშრუტი იწყება სოფელ ცხუმარიდან, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. სოფლიდან გავდივართ ტყეში, სადაც 1000 ვერტიკალურ მეტრ სიმაღლეს ვიღებთ. შემდეგ ვინაცვლებთ ქედზე, საიდანაც სვლის რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, ტურის მონაწილის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. 

ყველა გზა უმაღლეს წერტილამდე - 3000 მეტრ სიმაღლემდე მიდის, საიდანაც დაშვება იწყება. ასავლელი ვერტიკალი 1700 მეტრია. 

სასრიალო მარშრუტები უმეტესად ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდებია. სხვა მარშრუტებთან შედარებით, ლაილას ქედზე თოვლი კარგ მდგომარეობაში დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება. სრიალს ვასრულებთ იმავე ადგილას, სადაც მარშრუტი დავიწყეთ. 

რა უნდა გაითვალისწინო

მარშრუტის სასტარტო ადგილამდე მისვლას მაღალი გამავლობის ავტომობილი სჭირდება. 

აუცილებელი აღჭურვილობაა: სკიტურის თხილამურები, საზვავო უსაფრთხოების ჩანთა, საზვავო გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი, სხვა საჭირო ნივთები.

აღნიშნულ მარშრუტზე წასასვლელად შეგიძლია მესტიაში არსებულ სასტუმროებში ან ცხუმარის თემის სოფლებში მდებარე საოჯახო სასტუმროებში დაბინავდე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა