KA
Sno Fortress

სნოს ციხე

ყაზბეგისა და ჭიუხის მთების ულამაზესი ხედები ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა იხილო. შეუძლებელია, აქ მოხვდე და არ გაგაოცოს ამ რეგიონის განსაკუთრებულმა ბუნებამ, უძველესმა ამბებმა და ისტორიებმა, რომლებიც საუკუნეებმა დიდი სიფრთხილით შემოგვინახა.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
სტეფანწმინდა

სად მდებარეობს სნოს ციხე?

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ სნოში, კლდეზე აგებულ ერთ პატარა, მტკიცე მაგრამ მიუვალ ციხეს შეხვდები. სნოს ციხე მაღალი მთებით არის გარშემორტყმული და აქედან შესანიშნავად მოჩანს ყაზბეგის ცა.

სნოს ციხის ისტორიული წარსული

ძველად სნოს ციხე ხეობის მთავარი სიმაგრე იყო, სადაც სნოელები მტრის შემოსევას იგერიებდნენ. უცნობია, ვინ ააგო XVI საუკუნით დათარიღებული ეს ციხე, თუმცა მისი ადგილმდებარეობა სოფლის განაპირას იდეალურად არის შერჩეული - ციხე მდინარე სნოს ხეობასა და იმ გზებს აკონტროლებდა, რომლებიც ხევსურეთზე, ფშავსა და გუდამაყრის ხეობით მთიულეთზე გადიოდა. 

სნოს ციხის სტრუქტურა

ნატეხი ქვითა და შავი ფიქლით ნაგები ციხე ერთი კოშკისგან და თითქმის წრიული ფორმის გალავნისგან შედგება, რომელზედაც სათოფეები და სალოდეებია განლაგებული. სათოფეებიდან აქ მტრის მოგერიებას თოფებით ცდილობდნენ, ციხის ძირში მისულ მტრის ჯარს კი სალოდეებიდან ქვებს აყრიდნენ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა