KA

სოფელი ბალდა - კაღუს ჩანჩქერი

სამეგრელოს სალაშქრო რუკაზე ერთ-ერთი გამორჩეული ტერიტორია მარტვილის მუნიციპალიტეტია. გარდა იმისა, რომ ის ოდიშის ვაკეზე, მდინარე ნოღელასა და აბაშას შორის მდებარეობს, ეს ადგილი - მდინარე აბაშის ნაპირები - კემპინგისთვისაც საუკეთესოა; აქ წყალში ბევრი თევზი დაგხვდება, ნაპირზე კი - სიმწვანე, უძველესი ისტორიისა და ბუნების გამორჩეული სილამაზე.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
აბაშა

სალაშქრო მარშრუტი: სოფელი ბალდა-კაღუს ჩანჩქერი 

მდინარე აბაშის ხეობაში მწვანე ხავსებში ჩაფლულ კაღუს (ჟუჟღას) ჩანჩქერზე ლაშქრობას სულ რამდენიმე საათი დასჭირდება.

ჩანჩქერი სოფელ პირველ ბალდასთან მდებარეობს და მასთან 0.3 კმ მანძილზე ნებისმიერი ტიპის ავტომობილი მიდის. სამანქანო გზა რომ დასრულდება, შედეგ საცალფეხო ხიდს გადაივლი და მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპიროსკენ გაუყვები. მარშრუტი მარტივია და სასიამოვნოდ გასავლელი. თან გზად ულამაზესი ბზის ტყე დაგხვდება და მალე ჩანჩქერის წინაშეც აღმოჩნდები. 

რას ნახავ კაღუს ჩანჩქერთან?

თუ ჩანჩქერის ქვეშ ბანაობას მოინდომებ, გაითვალისწინე, რომ წყალი ძალიან ცივია.

სოფელ პირველ ბალდაში საოჯახო სასტუმროც მუშაობს. 

აქ ვიზიტისთვის კი საუკეთესო პერიოდი გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომაა.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა