KA

ანანური

სოფელი ანანური მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს. ანანურამდე თბილისიდან მანძილი 60 კმ-ია, ხოლო დუშეთიდან - 23 კმ. სოფელთან გადის საქართველოს სამხედრო გზა.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
1:25 სთ
ბათუმი
5:45 სთ
ქუთაისი
3:30 სთ

ანანურის მდებარეობა

მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე გაშენებული ეს ლამაზი სოფელი შუა საუკუნეებში მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი იყო და დღესაც, უპირველესად, XVI-XVIII საუკუნეების ხუროთმოძღვრული კომპლექსით - ანანურის ციხით არის ცნობილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ისტორიულ-კულტურული ძეგლია საქართველოში. კომპლექსი საკულტო, სამხედრო და საერო ხასიათის შენობებს აერთიანებს.

ანანურის ციხესიმაგრე 1791 წელს ერეკლე II-ის განწესებაში, ქვეყნის შვიდ უძლიერეს ციხეს შორის არის მოხსენიებული. აღსანიშნავია, რომ მოხუცმა მეფემ კრწანისის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ სწორედ ანანურს შეაფარა თავი.

ანანური ჟინვალის წყალსაცავის დასაწყისში მდებარეობს და ციხიდან ულამაზესი ხედი იშლება წყალსაცავზე, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს. ჟინვალის სანაპიროზე არის საპიკნიკე მაგიდები და ნავების დაქირავების პუნქტი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა