KA

მენჯი

მენჯი ჩვენი ქვეყნის უმშვენიერეს კუთხეში, სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილი ბუნების ნამდვილი საოცრებაა.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
4:35 სთ
ბათუმი
2:00 სთ
ქუთაისი
1:15 სთ

რით არის მენჯი გამორჩეული?

მენჯი ზღვის დონიდან 29 მეტრზე მდებარეობს, რბილი, უთოვლო ზამთარი და ძალიან თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული ახასიათებს. აქ ამოდის გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამაჯანსაღებელი თვისება აქვს. 

მენჯი ლამაზი ბუნებით გამოირჩევა, რადგან აქ მედიდურ მთებსა და უმშვენიერეს ტყეებს შეხვდები, რის გამოც ამ ადგილს უამრავი ადამიანი სტუმრობს.

მენჯის ისტორიული წარსული

მენჯის წყლების სამკურნალო პოტენციალის ათვისება XX საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო, 1938 წელს ის რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა, თუმცა, ამჟამად, აქ საკურორტო ინფრასტრუქტურა გამრთული არ არის. 

მიუხედავად იმისა, რომ აქაური წყლებით უკვე ათასობით ადამიანმა ისარგებლა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მენჯის პოტენციალი ბოლომდე არ არის ათვისებული. გაბურღვის შედეგად შესაძლებელია მაღალი ტემპერატურის წყლის მიღებაც, რომელსაც სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებენ.

მენჯი - დასასვენებელი ადგილი 

მენჯი საკმაოდ საინტერესო ადგილია დასასვენებლად. სუბტროპიკული ჰავის წყალობით, აქ დასვენება წელიწადის ნებისმიერ დროსაა სასიამოვნო. 

რაც შეეხება ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს, აქ აუცილებლად უნდა ესტუმრო IV-VI საუკუნეებით დათარიღებულ მენჯის ციხესაც, რომლის უძველესი კომპლექსი - ეკლესია, კოშკი და გალავანი - საქართველოს ისტორიაში გამოგზაურებს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა