KA

უფლისციხე

საქართველოში ბევრ საოცარ ადგილს შეხვდები, რომელიც მოგხიბლავს და ჩვენი ქვეყნის შთამბეჭდავ წარსულში გამოგზაურებს. ერთ-ერთი ასეთი სანახაობა უფლისციხის ნასოფლარია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
1:50 სთ
ბათუმი
4:55 სთ
ქუთაისი
2:50 სთ

სად მდებარეობს სოფელი უფლისციხე?

სოფელი უფლისციხე გორის მუნიციპალიტეტში, ციხე-ქალაქის დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. დღეს ის ნასოფლარია, თუმცა XX საუკუნის ტოპოგრაფიული რუკა გვეუბნება, რომ 1960-იან წლებამდე აქ 200-მდე ოჯახი ცხოვრობდა. XX საუკუნის 70-იანი წლებიდან კი, კლიმატის ცვლილების გამო, ხალხი მდინარის გადაღმა გადასახლდა. 

ლეგენდა უფლისციხის ნასოფლარის შესახებ

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ადგილობრივებს მეტად მოსწონთ - საცხოვრებლის  მასობრივად შეცვლის მიზეზი მიწის ღრმა ფენებში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნაშთი – სამარხები ყოფილა, რადგან გაირკვა, რომ აქ მოსახლეობა საფლავებზე ცხოვრობდა. 

უფლისციხის ნასოფლარში დღესაც ნახავ სახლების ნაშთს. შემორჩენილი ფოტოების მიხედვით, გასული საუკუნის დასაწყისამდე სოფლის სასაფლაოზე სამსართულიანი კოშკი-სამრეკლო და ორი დარბაზული ეკლესიაც იდგა. შემდეგ მათი კვალი ქრება. სავარაუდოდ, ნაგებობები გორის დიდი მიწისძვრის დროს, 1920 წელს დაინგრა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა