KA

უშოლთა

უშოლთა პატარა, მაღალმთიანი, ლამაზი სოფელია ზემო რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, შქმერის თემში. სოფელი რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1740 მეტრზე მდებარეობს და ქალაქ ონიდან 23 კმ-ით არის დაშორებული.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
3:30 სთ
ბათუმი
4:45 სთ
ქუთაისი
2:20 სთ

რას ნახავ უშოლთაში?

მიუხედავად იმისა, რომ ამ მაღალმთიან სოფელში მკაცრი კლიმატური პირობებია, ეს ადგილი ძველთაგანვე ყოფილა დასახლებული და განვითარებული. ამაზე მიუთითებს უშოლთაში ნაპოვნი ბრინჯაოს ხანის ნივთები, მათ შორის ჭვირული ბალთა, რომელიც და I-II  საუკუნეებით თარიღდება და იმაზე მეტყველებს, რომ ზემო რაჭა იმ დროს ლითონის დამუშავების ძლიერი ცენტრი იყო.

სოფელში მოედინება მთის მდინარე ხეორისწყალი, რომელიც შემდეგ ულამაზეს, ძნელად მისადგომ კანიონს იკეთებს, მალევე კლდეში იკარგება და სოფელ ბოყვასთან ამოდის.

სოფლიდან ორიოდე კილომეტრში უნიკალური კარსტული მღვიმეა. მისი გვირაბების საერთო სიგრძე 2 კმ-ს აღემატება.

უშოლთაში ბევრი გამოქვაბულია, მათ შორის - თამარ მეფის სახელობის გამოქვაბული, რომელიც ჯერჯერობით შეუსწავლელია.

ასევე სოფელში მდებარეობს მანგანუმის მადნის საბადო და მაღალი ხარისხის ყვითელი ქვიშის კარიერი.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა