KA

შალაური

შალაური ლამაზი და ძალიან საინტერესო სოფელია კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, ქალაქ თელავიდან 2 კილომეტრში. ამ სოფელს კარგად იცნობენ ღვინის ექსპერტები აშშ-ში, ევროპის ბევრ ქვეყანაში და მათ შორის იაპონიაშიც.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
1:55 სთ
ბათუმი
7:25 სთ
ქუთაისი
5:10 სთ

რას ნახავ აქ?

შალაური ისტორიულ წყაროებში პირველად XIV საუკუნეშია მოხსენიებული.

სოფელი მდიდარია ისტორიული და არქიტექტურული ძეგლებით. აქ შვიდი ეკლესიაა, რომლებიც სხვადასხვა პერიოდშია აგებული, ესენია:

ღვთისმშობლის ეკლესია, წმინდა გიორგის 2 ტაძარი, წმინდა ბარბარეს ეკლესია, სვეტიცხოველი, წმინდა კვირიკეს ეკლესია და კვირაცხოვლის ეკლესია. 

საინტერესოა ის, რომ ეკლესიები ერთ გზაზე მდებარეობს და მათი დათვალიერება ერთ მარშრუტზეა შესაძლებელი.

ეკლესიები გაშენებულია გორაზე. ირგვლივ უმშვენიერესი ხედებია: ცივ-გომბორის ქედზე, ალაზნის ველზე და მის თავზე აღმართულ კავკასიონზე. 

ეკლესიების მარშრუტი ტყესთან ახლო მდებარეობს და ლაშქრობებისა და პიკნიკებისთვის საუკეთესო ადგილია.

ღვინო

შალაურის ვენახებში რქაწითლისა და კახური მწვანის უმაღლესი ხარისხის ყურძენი იზრდება.

ღვინის დეგუსტაცია შესაძლებელია სოფელში საოჯახო მარნებში ან „შალაურის მარანში“ - აქ აწარმოებენ წითელ და თეთრ მშრალ ქვევრის ღვინოებს სხვადასხვა ადგილობრივი ჯიშისგან, როგორებიცაა საფერავი, მწვანე, ქისი, ხიხვი და რქაწითელი.

ამ მარნის ღვინო ექსპორტზე გადის ბევრ ქვეყანაში. შალაურის ღვინოები შეგიძლია იპოვო ნიუ-იორკის, ვაშინგტონის, ტოკიოს, ჰონკონგის, ფრანკფურტის, შტუტგარტის, ანტიბის, ნიცასა და კანის ცნობილ რესტორნებში, მათ შორის მიშლენის ვარსკვლავიან რესტორნებში ვაშინგტონში, კანსა და ტოკიოში.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა