KA
Sam Raan Spa & Wellness Center

სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი სამ რაან

სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი „სამ რაანი“ არის ადგილი, სადაც ათას ერთი ღამის ზღაპარი და კლეოპატრას სილამაზის ისტორია ცოცხლდება.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას გთავაზობს სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი „სამ რაანი“?

ულამაზესი, აზიურ მოტივებში გადაწყვეტილი ინტერიერი, მოზაიკური კომპოზიციებით გაფორმებული აუზი, თბილი წყლების აზიური აბაზანები, აღმოსავლური აბანო, მკვდარი ზღვის აუზი და ჰიმალაიური მარილის ოთახი - ყველაფერი ეს ჯადოსნურ გარემოს ქმნის და სასწაულისთვის განგაწყობს. ამისთვის სპეციალური პაკეტიც კი არსებობს - „კლეოპატრა“: ვარდის არომათერაპიულ რძის აბაზანაში ცხელ შოკოლადსა და კოქტეილ „კლეოპატრასაც“ მოგართმევენ; განსაკუთრებით მომხიბვლელი გახდები, თუკი ამავე სახელწოდების პაკეტს აირჩევ და სხეულის დამატენიანებელი გადახვევის პროცედურით ისარგებლებ; პაკეტი „პრიმა“ კი სარელაქსაციო ეთერზეთოვან მასაჟს გთავაზობს.  

აქ მასაჟის სხვა პროცედურებიცაა: მასაჟი ბალახის ტომსიკებით, ცხელი ქვებით, ბალინეზური, ტაილანდური, შვედური, ტანდემ და წყვილის მასაჟი. 

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ოლიგომერის განსაკუთრებული პროცედურა, ღვინის თერაპია სხეულისთვის, აიურვედა, აშიაცუ სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრ „სამ რაანის“ სავიზიტო ბარათებია.

არ დაგავიწყდეს, რომ სპა პროცედურების შემდეგ მკვდარი ზღვის აუზი, აბანო და აზიური აბაზანები გელოდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა