ისეთი საწარმოსა და მაღაზიის შექმნის იდეა, რომელიც ადამიანებს ცხოვრებას გაუმარტივებდა, 2012 წელს დაიბადა. დღეს კი აქ უკვე გამოცდილი პროფესიონალების გუნდი მუშაობს, რომელიც უნიკალური დიზაინის ნივთებს აწარმოებს, მათ შორის - ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ეკომეგობრულ ავეჯს, რომელიც თანამედროვე ტენდენციებს ეხმიანება.
ეგნატე ნინოშვილის #3ა-ში მდებარე ამ მულტიფუნქციურ სივრცეში, სასურველი არჩევანის გაკეთება ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანს შეუძლია.
„ფუნდუკი“ მრავალფეროვან პროდუქციას გთავაზობს. მაგალითად, პირბადეს, რომელიც ყურებს არ გატკენს; ან კედლის თაროს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია მაგიდად აქციო, მეტიც - დაკეცო და მგზავრობისას თან წაიღო.
„ფუნდუკი“ მომხმარებლის გაოცებას ორიგინალური პროდუქტით ახერხებს. აქ შექმნილი ნივთების უნიკალურობა დიზაინის სიმარტივეშია, ხოლო კომფორტი - ყოველდღიურობაში.
მაღაზიაში შენზე მორგებული, უნიკალური დიზაინერული სამოსი და სკანდინავიური მინიმალიზმით შექმნილი ავეჯი დაგხვდება. აგრეთვე, აქ შეძლებ შეიძინო ბებოების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ჩანთები; ორმხრივი, წყალგაუმტარი ლაბადები; „ნინჯა ჰუდები“; ყველა სეზონისთვის განკუთვნილი საპიკნიკე პლედები; ეკოკომფორტული, ხელით დამუშავებული, გემრიელად მოსახმარი, ფერადი ზონრებით გაფორმებული ურბანული ჩანთები; მეთევზის შარვლები და სხვა.