ლაშქრობა იწყება უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშიდან (2100 მ) და ეს სოფელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია.
სალაშქრო მანძილი 9 კმ-ია და მის დასაფარად 7-8 საათია საჭირო.
გეზი ჩრდილო-აღმოსავლეთით, შხარისკენ უნდა აიღო. შხარა (5203 მ) საქართველოს უმაღლესი მწვერვალია. ის ცენტრალური კავკასიონის მთავარ ქედზეა განლაგებული და ალპინისტური თვალსაზრისით, ერთ-ერთი ურთულესია ევროპაში. სალაშქრო ბილიკი თავდაპირველად მიდის შხარის მყინვარის ძირთან, ზღვის დონიდან 2900 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც საუკეთესოდ მოსჩანს მკაცრი შხარის თოვლიანი კალთები.
აქედან გზა დაღმართზე ეშვება აღმოსავლეთით, ნამყვამის პლატოზე. დაახლოებით 3 კილომეტრში გამოჩნდება მყინვარული წარმოშობის ულამაზესი ნამყვამის (რომისღელის) ტბა – მარშრუტის საბოლოო წერტილი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2500 მეტრია. აქ ჯადოსნური გარემო გელოდება - პატარა ტბაში არეკლილი თოვლიანი შხარითა და გარშემორტყმული ალპური მდელოებით.