KA

უშგული-შხარის მყინვარის მარშრუტი

უშგული-შხარის მყინვარის მარშრუტი სულ რამდენიმესაათიან მოგზაურობას გთავაზობს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებიდან ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მყინვარამდე. პირველი ზემო სვანეთის სოფელი, მთების უბეში გამოხვეული ჩაჟაშია, მეორე - სოფლის მცველად დამდგარი ცხრათავიანი მწვერვალი შხარა.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
სოფელი
უშგული

უშგული და შხარა

ზემო სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მხარეა - შეყვარებული მყინვარებით, ხეობების მცველი კოშკებით, უსასრულო სივრცეებით, შეგრძნებით, რომ მარადიულთან ყველაზე ახლოს ხარ.  

უშგული თემი, რომელიც 5 სოფლისგან შედგება, ზემო სვანეთის ბოლო და უმაღლესი დასახლებაა, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის - მწვერვალ შხარის ძირში. 

შხარა გრანიტისა და კრისტალოვანი ფილებისაგან შემდგარი მყინვარია, საქართველოს უმაღლესი მწვერვალი, სიმაღლით - 5203 მეტრი. 

გზა უშგულიდან შხარამდე

ამ მარშრუტს ფეხით 5-6 საათში დაფარავ. ლაშქრობისთვის სასურველი პერიოდი ივნისიდან ოქტომბრამდეა. ზამთარში აქ ჰაერის ტემპერატურა -20 გრადუსამდე ეცემა. 

მარშრუტი იწყება უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშიდან. გაივლი სოფლებს - ჩვიბიანს, ჟიბიანს და ხიდით მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე გადახვალ. შემდეგ გზა მდინარის დინების საპირისპიროდ გრძელდება. 

ნისლი თუ არ დაფარავს, შხარის სიდიადეს მალევე 

იგრძნობ. ბოლო 2 კილომეტრზე ბილიკი მაღლა აცოცდება, გზის ბოლოს კი 2390 მეტრ სიმაღლეზე იქნები. აქ ფრთხილად უნდა იყო - შხარის კალთებიდან შესაძლოა, ქვები დაგორდეს. 

შხარა იდუმალი მთაა. მის სიღრმეში იბადება მდინარე ენგური. 

ბუნება და სანახაობები

ჟიბიანის ჩრდილოეთით ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას ნახავ, უშგულის ლამარიას, სვანეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს. 

ენგურზე გადასვლის შემდეგ გზა ტყეში შეგიყვანს, რომელიც მოხერხებული ადგილია დასვენებისთვის.

Powered by Wikiloc
Total Distance10 km
Duration5 hours
Difficulty LevelIntermediate %
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა