KA
Phartskhvisi Fortress - Historic monument of medieval architecture

ფარცხისის ციხე - შუა საუკუნეების ქართული ისტორიული ძეგლი

ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხისში, შემაღლებულ გორაკზე X-XI საუკუნეების ისტორიული ძეგლი - ფარცხისის ციხე დგას.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
თეთრიწყარო

ფარცხისის ციხის ისტორია და სტრუქტურა

წერილობით წყაროებში ფარცხისის ციხე ბაგრატ IV-ის მეფობის პერიოდიდან (XI საუკუნე) გვხვდება. ბაგრატ IV ის მეფეა, რომელმაც XII საუკუნის უძლიერეს საქართველოს ჩაუყარა საძირკველი

იმხანად საქართველო ბიზანტიასთან და სელჩუკთა სახელმწიფოსთან მუდმივად ომში იყო. 

ამ ადგილებში გაიმართა ერთ-ერთი ცნობილი ბრძოლა, რომელსაც ასეც ეწოდება - „ფარცხისის ბრძოლა“. ბაგრატ IV-ის მემკვიდრემ გიორგი II-მ სელჩუკთა სახელმწიფოს ჯარი დაამარცხა.

მტრის შემოსევებისას ასეთ დიდ ციხესიმაგრეებს მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა. სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილზე აგებული ციხიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქვემო ქართლის მთავარ მაგისტრალს აკონტროლებდნენ. ამასთანავე, მოსახლეობის თავშესაფრადაც გამოიყენებოდა. 

ციხის აღმოსავლეთით გვირაბი იწყებოდა. როგორც ამბობენ, ის 300 მ სიგრძის უნდა ყოფილიყო და მდინარე ფარცხისისწყალთან გადიოდა. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ ალყაში აღმოჩნდებოდნენ, წყლის პრობლემა არ შეჰქმნოდათ.

რიყის ქვით ნაგები ციხისგან დღეს ნანგრევებიღაა შემორჩენილი, თუმცა აქედან კვლავ ხელისგულივითაა გადაშლილი მიდამოები, საიდანაც ალბათ შუა საუკუნეებში ყოველ წამს ელოდებოდნენ მტრის გამოჩენას.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა