KA
Tbilisi Open Air Festival

ფესტივალი Tbilisi Open Air

„მუსიკა ათავისუფლებს“ - თავისუფლების ძიებაში ამ სლოგანით 2009 წელს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „Tbilisi Open Air“ დაარსდა. ფესტივალი განსხვავებულ სივრცეს, ალტერნატიულ რიტმს ქმნის და ნებისმიერი გემოვნების მსმენელი სიამოვნებით ხდება ამ ენიგმატური მუსიკალური ატმოსფეროს თანამონაწილე.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას გთავაზობს Tbilisi Open Air Festival?

„Tbilisi Open Air“ მსოფლიოში ცნობილ და აღიარებულ  შემსრულებლებთან თანამშრომლობს და მუსიკის უამრავ მოყვარულს აძლევს საშუალებას, მოუსმინოს  ლეგენდარულ ჯგუფებსა და მომღერლებს ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ბრაზილიიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან და სხვა.

სხვადასხვა წელს ფესტივალის სცენაზე გამოდიოდნენ: როკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფი Deep Purple - იენ გილანის, სტივ მორსის, როჯერ გლოვერის, დონ ეირის, იენ პეისის შემადგენლობით; Placebo - ბრაიან მოლკო და შტეფან ოლსდალი; თანამედროვე ბლუზის ლეგენდა ბეთ ჰარტი; ბრიტანული როკჯგუფი Archive, უკრაინული როკჯგუფი Okean Elzy და ბევრი სხვა.  

ფესტივალი ძირითადად ზაფხულში თბილისის შემოგარენში, ღია ცის ქვეშ იმართება. ფესტივალზე ხეტიალის დროს ჟანრების პოლიფონიურობა შენს შინაგან ვიბრაციას ზრდის, ბედნიერი ხარ და ზოგჯერ რთულია, გადაწყვიტო, რომელ სცენასთან მიხვიდე მუსიკის მოსასმენად - ყველგან ცნობილი შემსრულებლები უკრავენ. აქ თითოეულს საკუთარი სასცენო ენა აქვს და პარალელურად ისმის: ჯაზკომპოზიციები, ელექტრონული ჟღერადობა, ალტერნატიული როკი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ნონ-სტოპ რეჟიმშია. 

ფესტივალზე არის სივრცეები ქართული „სტარტაპებისთვის“, სადაც შეგიძლია, საავტორო ნივთები შეიძინო. ფესტივალზე ასევე მუშაობს კვების ობიექტებიც.

და მერე ისევ სცენებთან ბრუნდები - Music Breaks Free! სხვანაირად შეუძლებელია!

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა