KA
Poka Monastery

ფოკას მონასტერი

ისტორიულ სამცხე-ჯავახეთში, ფარავნის ტბის ნაპირას, სადაც, გადმოცემის თანახმად, ქართველთა განმანათლებელმა წმინდა ნინომ შეისვენა და ორი ღამე გაათენა, ფოკის წმინდა ნინოს მონასტერია აღმართული.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ნინოწმინდა

მონასტრის ისტორია

ამბობენ, რომ აქ წმინდა ნინოს სასწაულებრივი ხილვა ჰქონდა. მას წარმოუდგა ნათელი სახის კაცი, რომელმაც მაცხოვრისგან ბეჭედდასმული ნაწერი გადასცა. მამაკაცმა წმინდანს უბრძანა, მცხეთაში წასულიყო და ეს ნაწერი მეფისთვის გადაეცა. გამოღვიძებულმა წმინდანმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ლოცვა აღავლინა და ქართლისკენ გაემართა.

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა ნინოს სახელობის ფოკას მონასტერი XI საუკუნით თარიღდება. მიუხედავად მცირე ზომისა, ფოკა ჯავახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მხატვრული ღირსებებითაც გამორჩეული ძეგლია. 

წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის ადგილას 1989 წელს მამათა მონასტერი გაიხსნა, ხოლო 1992 წელს - დედათა მონასტერი.

დღეს დღეობით მონასტერში იწარმოება საუკეთესო ყველი, შოკოლადი და სხვა ტკბილებაულობა თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ როგორც გემრიელი დელიკატესი.

მონასტრის მხატვრობა

ეკლესია დარბაზული ტიპისაა, კარ-სარკმლები კი ჩუქურთმებითაა შემკული. ინტერიერში შემონახულია ძველი მხატვრობის ფრაგმენტები. ტექნიკური შესრულებისა და ჩუქურთმების ღირსების მიხედვით, ფოკას ეკლესია ჯავახეთის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლთაგანია. 

დროთა განმავლობაში დაზიანებული ტაძარი ამჟამად მთლიანად აღდგენილია. აღმოსავლეთის ფასადის წინ, იმ ადგილას, სადაც წმინდა ნინომ ქართულ მიწაზე პირველად შეისვენა, თლილი ქვის მცირე მემორიალური ობელისკია განთავსებული.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა