მელოურის მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მელოურის მიდამოებში, ზღვის დონიდან 418 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
თავისი მასშტაბებით ის საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა.
მელოურის მღვიმეს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს.
მღვიმე ჰორიზონტალურია და მისი სიგრძე დაახლოებით 2700 მეტრს შეადგენს.
აქ არსებული ფართო და მაღალჭერიანი დარბაზები მდიდარია დიდი ზომის სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით, ასევე კალციტის ქერქით, ნაღვენთი კედლებითა და მოფარდაგებებით. აქ ბინადრობენ ხოჭოები, ღამურები და ობობები.
ჰაერის საშუალო ტემპერატურა მღვიმეში 14 გრადუსია. მის დასათვალიერებლად, საშუალოდ, 8-9 საათია საჭირო.
ქეივინგი მელოურის მღვიმეში რთულია და მისი დაძლევა მხოლოდ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებულ ადამიანს შეუძლია, ისიც - სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად.
გაითვალისწინეთ, რომ მღვიმეში მოგზაურობისთვის აუცილებელია შესაბამისი ნებართვის აღება იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისგან.
მარშრუტის დაწყებამდე აუცილებლად გადაამოწმე, ხარ თუ არა აღჭურვილი შესაბამისად, გაქვს თუ არა: ჩაფხუტი, ფანარი, სპეცტანსაცმელი და მაღალყელიანი, სქელძირიანი, წყალგაუმტარი ფეხსაცმელი. აუცილებელია, თან იქონიო წყალიც.