სათაფლიის მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბანოჯაში, სათაფლიის მთაზე მდებარეობს.
მღვიმემდე მისვლა ნებისმიერი ტიპის ავტომანქანით არის შესაძლებელი.
სათაფლიას მღვიმეს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს.
მღვიმე 1935 წელს დაარსდა. ის იმერეთის დაცული ტერიტორიის ნაწილია და მისი ინფრასტრუქტურა მოიცავს: კეთილმოწყობილ მღვიმეს, ვიზიტორთა ცენტრს, საგამოფენო დარბაზს, შუშის პანორამულ გადასახედს, კაფეებს, სუვენირების მაღაზიებს და მონიშნულ ბილიკებს.
მღვიმის სიგრძე 300 მეტრამდეა და მისი დათვალიერება, მაქსიმუმ, 1 საათშია შესაძლებელი.
ჰაერის საშუალო ტემპერატურა მღვიმეში 14 გრადუსია.
ნაკრძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ძეგლებს. აქ, აგრეთვე, მოინახულებ დინოზავრის ცნობილ ნაკვალევს. შუშის გადასახედიდან კი ქუთაისის ლამაზ ხედებს იხილავ.
აუცილებელია, გეცვას კომფორტულად და თან იქონიო სასმელი წყალი.