KA
Kveshi Fortress

ქვეშის ციხე

ქვეშის ციხე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა, რომელიც ბოლნისის რაიონში, სოფელ ქვეშის მახლობლად, თითქმის მიუვალ კლდეზე მდებარეობს. 
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
ბოლნისი

ქვეშის ციხის სტრუქტურა

ციხე რელიეფის შესაბამისად არის ნაგები და გალავნითაა შემოზღუდული, რომლის სიგრძე 220 მეტრია, სიმაღლე კი ზოგ მონაკვეთში 8 მეტრამდეც აღწევს. ციხეში შესვლა კლდეში გაჭრილი გვირაბიდან შეიძლება.

ციხის ეზოში კარის ეკლესია დგას და სხვადასხვა ნაგებობის კვალია დარჩენილი - ეს იმაზე მეტყველებს, რომ აქაურობა არა მხოლოდ თავდაცვისთვის, არამედ საცხოვრებლადაც გამოიყენებოდა 

ციხესიმაგრიდან მიმდებარე სოფლების, ლამაზად მოვლილი ზვრებისა და ამწვანებული მთების შთამბეჭდავი ხედები იშლება. 

საუკუნეების წინათ აქედან სამხრეთის გზებს აკონტროლებდნენ. ვარაუდობენ, რომ ქვეშის ციხე VII საუკუნის სომხურ წყაროებში მოხსენიებული ქვეშისხევის ცენტრი იყო, რომელმაც ცენტრის სტატუსი IX საუკუნეში დაკარგა - მას შემდეგ, რაც დმანისი ქალაქად იქცა. 

საუკუნეების განმავლობაში ქვეშის ციხეს დიდგვაროვან ფეოდალთა სხვადასხვა საგვარეულო ფლობდა. 

XVI საუკუნის ბოლომდე ქვეშის ციხე მნიშვნელოვან ციხესიმაგრედ რჩებოდა, რასაც ის ფაქტორიც უწყობდა ხელს, რომ აქ სავაჭრო გზები გადიოდა. XVI საუკუნეში ის ქართლის მეფის ძირითადი რეზიდენციაც იყო. XVIII საუკუნის ბოლოსთვის კი, როცა ქვემო ქართლში ყიზილბაშები შემოიჭრნენ და სასტიკი ამბები დაატრიალეს, ქვეშის ციხეც დაცარიელდა. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა