KA
The 100-Step Staircase in Kutaisi

ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბე

ყველა ქალაქს აქვს ადგილები, რომლებიც მისი მცხოვრებლებისთვის განსაკუთრებულია, ადგილები, სადაც პაემნებს ნიშნავენ, ღონისძიებებს მართავენ, ან უბრალოდ უყვართ, გამორჩეული მდებარეობისა თუ გამოსახულების გამო.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ქუთაისი

ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბის შესახებ

ქუთაისელებისთვის ერთ-ერთი ასეთი ადგილი ასსაფეხურიანი კიბეა. ის ძველ ქალაქში, ძველი სადგურის მოედნიდან იწყება და ქუთაისის ძველ უბანში - ბალახვანში ჩადის.

ასსაფეხურიანი კიბე ქუთაისში 1951-1952 წლებში აშენდა. მისი არქიტექტორი ქალაქის მთავარი არქიტექტორი - შოთა ლომთაძე იყო. კიბის გაკეთება ბუნებრივად მოითხოვა მაშინდელი სადგურის მოედნის გაფართოებამ, რაც ჯერ კიდევ 1933 წელს დაიგეგმა.  

კიბის სიგანე 8 მეტრია და ის ორად იყოფა შუაში ჩაშენებული მწვანე სივრცეებით. გვერდებზე, ქვის მოაჯირებზე, კიბეებს ქვის ლამპიონები ჩაუყვება. 2021-22 წლებში კიბეს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მისი გარკვეული დეტალები განახლდა.

ასსაფეხურიანი კიბით, რომელიც ერთმანეთთან ქუთაისის ორ ისტორიულ ნაწილს აკავშირებს და ქალაქის ერთგვარი სავიზიტო ბარათია, დღის განმავლობაში მრავალი ადამიანი სარგებლობს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა