KA

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

ქუთაისი საქართველოს გამორჩეული ქალაქია, რომელიც ქვეყნის ისტორიასა და კულტურაზე ბევრს მოგიყვება. ქუთაისის ოპერის თეატრს კი, როგორც მას შემოკლებით უწოდებენ, საინტერესო ისტორია აქვს.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ქუთაისი

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ისტორია

 XIX საუკუნის ბოლოს ამ ადგილზე დრამატული თეატრისთვის საგანგებოდ აშენებული შენობა იდგა. ქართველი საზოგადო მოღვაწეების - კირილე ლორთქიფანიძის, დიმიტრი ბაქრაძისა და აკაკი წერეთლის ხელშეწყობით თეატრალური წარმოდგენები ქუთაისში 1861 წლიდან იმართებოდა. 1880 წელს გამოჩენილი ქართველის კოტე მესხის თაოსნობით თეატრის მუდმივი დასიც ჩამოყალიბდა და ქართველი მეცენატის სტეფანე ხარაზიშვილის მიერ აგებულ შენობაში განთავსდა. 

1946 წელს შენობა დაიწვა. XX საუკუნის 70-იან წლებში კი მის ადგილზე 453 მსმენელზე გათვლილი ოპერის თეატრი აშენდა, რომლის ერთი კედელიც, რუსთაველის ქუჩის მხრიდან, ძველი თეატრის შენობიდანაა შემორჩენილი. ქუთაისის ოპერის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა 1969 წლის 27 დეკემბერს ზაქარია ფალიაშვილის ცნობილი ოპერით „აბესალომ და ეთერი“. 

2010 წელს ქუთაისის ოპერის თეატრის შენობამ ტრანსფორმაცია განიცადა - განახლდა ინტერიერი, ექსტერიერი, აშენდა კოლონები, ახალი შესასვლელი, თეატრის სახურავზე დაიდგა 13 რომაული ფიგურა, რომლებიც ქუთაისელ მოქანდაკეს გიორგი კიკვაძეს ეკუთვნის.

ქუთაისის ოპერის თეატრი გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩივაძის სახელს ატარებს.  

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა