საუკუნეების განმავლობაში ეს ულამაზესი შენობა ბევრჯერ დაზიანდა და აღადგინეს, თუმცა სარდაფებმა დღემდე პირვანდელი სახით მოაღწია.
ქარვასლის ისტორიულ სარდაფებში, რომლებიც ერთმანეთს გვირაბებით უკავშირდება და მიწის ზედაპირიდან 8 მეტრის სიღრმეზეა განთავსებული, თბილისის ღვინის მუზეუმია გახსნილი.
აქ გამოფენილია არქეოლოგიური კვლევების დროს აღმოჩენილი, ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული არტეფაქტები. მუზეუმის გიდები მოგიყვებიან ქართული ღვინის ისტორიას, გაგაცნობენ ღვინის დაყენების ძველ მეთოდსაც და თანამედროვე ტექნოლოგიებსაც. ამ საინტერესო ექსკურსს კი, რა თქმა უნდა, თან ახლავს ქართული ღვინის დეგუსტაცია.