KA
Ghliana Cave Natural Monument

ღლიანის მღვიმის ბუნების ძეგლი

მღვიმეებით მდიდარ იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავის მახლობლად, ღლიანის მღვიმეც უნდა მოინახულო. ბუნების ეს ძეგლი მდინარე ყუმის აუზში მდებარეობს და ყუმისთავის მღვიმესაც უწოდებენ.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
წყალტუბო

მღვიმეს ორი შესასვლელი აქვს. პირველიდან მდინარის 3,5-4 მეტრი სიმაღლისა და 7 მეტრი სიგანის ძირითადი მიწისქვეშა ნაკადი მოედინება. მარცხენა განშტოება კი ზედაპირზე ციცაბო საფეხურებით მთავარი შესასვლელიდან 35-40 მეტრის დაშორებით ამოდის.   

60 მეტრში 50 მეტრი სიგრძის სიფონური ტბაა. მას 200-მეტრიანი უნაპირო, წყლიანი დერეფანი აგრძელებს. წყლის სიღრმე აქ ნახევრიდან 2 მეტრამდე აღწევს. შემდეგ ისევ სიფონური გალერეაა, რომელიც 30 მეტრი სიგრძისა და 1-2 მეტრი სიგანისაა. მას 150 მეტრი სიგრძის წყლიანი დერეფანი მოსდევს. მისი ჭერი თითქმის მთლიანად ნაღვენთი ფორმებით არის დაფარული. 

მღვიმის ბოლომდე კიდევ რამდენიმე სიფონური გასასვლელია, მაგრამ ჭერი თანდათან დაბლდება და გადაადგილებაც ძნელდება. მღვიმიდან გამოსული ღლიანის მიწისქვეშა ნაკადი მდინარე ყუმის წყაროებს უერთდება. 

გაითვალისწინე, რომ მღვიმეში მოგზაურობისთვის აუცილებელია შესაბამისი ნებართვის აღება იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისგან.

მღვიმეში არ არის ტურისტული ინფრასტრუქტურა.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა