KA

ყარაგოლის შავი ტბები

ყარაგოლის ტბების სანახავად წასვლა ადგილობრივ გამყოლთან ერთად უმჯობესია. მთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2100-2200 მ. სიმაღლეზე მდებარე ეს ტბები ნისლში ხშირად ეხვევა და თვალთახედვიდან იკარგება.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ხულო

ყარაგოლის ტბები სარი-ჩაირის საზაფხულო საძოვრებთან მდებარეობს. აქ არსებული ორი სხვადასხვა ფერის ტბა საოცარი სანახავია, თუმცა იმ სიმაღლიდან დანახული პეიზაჟები კიდევ ცალკე ამბად აიკინძება. როცა ნისლი გადაიყრება, ულამაზეს ტყესაც დაინახავ. საღამოს პირზე კი ყარაგოლის ტბები და გარემო, რომელიც ნისლში იძირება, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. 

თუ ამ სანახაობის გამოტოვება არ გინდა, გაითვალისწინე ისიც, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილი დაგჭირდება. ტბებისკენ გზა სოფელ ბაკიბაკოდან ან შუახევიდან, კერძოდ, ჩირუხი-ბაკიბაკოს დამაკავშირებელი სამხედრო გზიდან მიდის. 

მთიანი აჭარა განთქმულია ისეთი წყნარი ადგილებით, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ხედებით, განიტვირთოთ და დაისვენოთ ყოველდღიური საზრუნავისგან.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა