KA

ყინულის ტბა

სვანეთის ულამაზესი ბუნება ის საოცრებაა, რომელიც საკუთარი თვალით უნდა იხილო. აქ ადგილს ვერ ნახავ, რომელიც შთაბეჭდილებებით არ აგავსებს, თუმცა ერთი ულამაზესი ტბა ნამდვილად გამორჩეულია, რომელსაც ყინულის ტბას ეძახიან. მის მოსანახულებლად ზღვის დონიდან 3200 მეტრის სიმაღლეზე უნდა ახვიდე.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

სად მდებარეობს ყინულის ტბა და როგორ მოხვდები მასთან?

სოფელ ნაკრასთან ახლოს, ჩუბე ხევის ტერიტორიის მიმდებარედ, მწვერვალ ცალგმილს აღმოსავლეთით რომ გაუყვები, ყინულოვან მთებს შორის მოქცეულ ულამაზეს ტბას აღმოაჩენ. ის სიგრძით 150, ხოლო სიგანით 50 მეტრზეა გადაშლილი, დარაჯებად კი დიდი კავკასიონის მწვერვალები უდგანან. 

ყინულის ტბის საერთო ფართობი დაახლოებით 5300 კვ.მ-ია. ტბის უმეტესი ნაწილი ძირითადად გაყინულია. უმჯობესია, ამ საოცარი ადგილის მოსანახულებლად ზაფხულის სეზონი შეარჩიო და აუცილებლად გაიყოლო გამოცდილი გიდი, რათა მოგზაურობა მეტად უსაფრთხო და სასიამოვნო იყოს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა