შუხმანის ღვინის სპაში თერაპიისა და პროცედურების უამრავი არჩევანია:
ყურძნის წიპწის ზეთისა და ტალახის თერაპია, ცხელი საფერავის ღვინის ნიღბები, სახის გამწმენდი პროცედურები, მასაჟი ღვინის ცრემლებით და სხვა. აღსანიშნავია, რომ ყურძნის წიპწის ზეთი დამატენიანებელი და ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა, არბილებს კანს და მეტად ელასტიკურს ხდის მას.
აქ შეგიძლია საფერავის, მუკუზანის ან სოვინიონის ცხელი აბაზანებიც მიიღო.
შუხმანის ღვინის სპა სხვადასხვა ტიპის მასაჟს გთავაზობს, მათ შორისაა: სარელაქსაციო მასაჟი, არომამასაჟი, მასაჟი ცხელი ქვებით, ვენახის წკნელებით და სხვა.
კომპლექსი აერთიანებს ყველაფერს, რაც იდეალური დასვენებისთვისაა საჭირო, ღვინის თერაპიიდან გამოსულს კი შეგიძლია, ღია და დახურულ აუზშიც იბანაო, ღია ცის ქვეშ ცხელი წყლის ჯაკუზებში ინებივრო და აქვე სპორტდარბაზით ან სათამაშო მოედნებით ისარგებლო. ეს ყველაფერი კი ერთ დიდ სივრცეშია მოქცეული, რომელსაც დიდებული კავკასიონის ფონი აქვს და გარშემო ვენახი აკრავს.