KA

თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალი

საქართველო მრავალფეროვანი კულტურის ქვეყანაა, სადაც უძველესი და უახლესი ისტორიის ფორმები ერთმანეთს გასაოცრად ერწყმის. აქ, ამერიკული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელ ჯორჯ ბალანჩინის სამშობლოში, თანამედროვე ცეკვისა და პერფორმანსის ხელოვნება განსაკუთრებით პოპულარულია.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რა უნდა ვიცოდეთ თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალზე

თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალი თბილისში ყოველი წლის ივნისის დასაწყისში იმართება. 

ფესტივალის სცენაზე ერთი კვირის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე ქვეყნის - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საცეკვაო დასები გამოდიან. გარდა ამისა, ფესტივალში მონაწილეობისთვის ევროპელი ქორეოგრაფები და მათი დასებიც ჩამოდიან. სხვადასხვა დროს თბილისს სტუმრობდნენ ანჟელინ პრელჯოკაჟის დასი (შვეიცარია), ჟერომ ბელი (საფრანგეთი), თანამედროვე ცეკვის დასი „ვერტიგო“ (ისრაელი), ნიკოლა კანტიონისა და ლაურენს იადის „დასი 7273“ (შვეიცარია) და სხვა ცნობილი ადამიანები.

ფესტივალის დღეებში აქ მასტერკლასებს შემოგთავაზებენ ქორეოგრაფიასა და თანამედროვე ცეკვაში, ასევე იმართება ლექციები და დისკუსიები.

სად ტარდება თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალი

თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალის წარმოდგენები სამეფო უბნის თეატრის სცენაზე იდგმება, ხოლო ცნობილი ქორეოგრაფები  მასტერკლასებს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მართავენ, შეხვედრებს კი „ევროპული სახლი“ მასპინძლობს. 

ფესტივალის განრიგი არატრადიციულია - ივნისში პირველი წარმოდგენები და მასტერკლასები იმართება, თუმცა თანამედროვე ცეკვის მოყვარულებისთვის ფესტივალი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა წარმოდგენით გრძელდება. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა