წოფის ციხე VI-XIII საუკუნეებში სტრატეგიული ობიექტი იყო და დმანის-ლორედან სომხეთისკენ მიმავალ გზას მეთვალყურეობდა.
აგებულია თეთრი ფერის კირქვის სწორკუთხა კვადრებით, ე.წ. უჯარმული წყობით. ჩვენს დრომდე ციხესიმაგრის ზედა ციხის ნანგრევებმა და გალავნის კედლის ფრაგმენტებმა მოაღწია. გალავნის შიგნით, ტერასებზე საცხოვრებელ კომპლექსებსა და მცირე ზომის ეკლესიას ნახავ.
გაითვალისწინე, რომ სოფელ წოფში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ახალი აღმოჩენა გელის.
წოფის ციხესთან ნასოფლარია, სადაც VI-VII საუკუნეების დარბაზული ტიპის ორი ეკლესია დგას. თავად ნასოფლარი კი ენეოლითურ ხანას მიაკუთვნეს, ანუ ძვ.წ. III ათასწლეულს. ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინათ ამ ტერიტორიაზე ადრე სამიწათმოქმედო კულტურა ყოფილა განვითარებული.