KA
Tsughrughasheni Church

წუღრუღაშენის ეკლესია

მსუბუქი, ჰაეროვანი, ზეცისკენ ატყორცნილი ფერადი ტაძარი ირგვლივ გამეფებული სიმშვიდით ყოველთვის წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს - მიუხედავად იმისა, პირველად უყურებ მას თუ აქ არაერთხელ ხარ ნამყოფი. ეს წუღრუღაშენია - ქვემო ქართლში, მდინარე ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ბოლნისთან შემაღლებულზე მდგარი ულამაზესი ქართული ტაძარი.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
ბოლნისი

წუღრუღაშენის ეკლესიის ისტორია და მხატვრობა

ძეგლზე არსებული წარწერებიდან ირკვევა, რომ ტაძარი XIII საუკუნეში მეფე გიორგი IV-ის, იგივე ლაშა-გიორგის, მმართველობისას აუგიათ. 

ეკლესიას ლამაზი პროპორციები და მორთულობა აქვს. 

ტაძარი მოპირკეთებულია ბუნებრივად ოქროსფერი, მუქი მეწამული, ლურჯი ქვებით და უხვად არის გაფორმებული დეკორატიული სამკაულებით. 

ულამაზესია გუმბათის მაღალი და ვიწრო ყელი - მსგავსს საქართველოში ვერსად ნახავ. გუმბათში ათი სარკმელია გაჭრილი და სარკმლის ჩარჩოები ჩუქურთმებით არის შემკული.
ინტერიერის მოხატულობიდან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. გუმბათის ყელის დამაგვირგვინებელ ნახევარსფეროში რელიეფური ჯვარია გამოსახული, რომელიც სარკმლებიდან შემოსული სინათლის ფონზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. 

ტაძრის ეზოდან ბუნების ულამაზესი ხედები იშლება. ახლოს მოსახლეობა არ არის, თუმცა, როცა სამრეკლოზე ზარების რეკვას იწყებენ, მათი ხმა გაშლილ სივრცეს ავსებს და კილომეტრების იქითაც ისმის.

თუ ამ ადგილას მოხვდები, განმაცვიფრებელი შთაბეჭდილებები და დაუვიწყარი ემოციები შენი თავგადასავლის ნაწილი გახდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა