აქ, ტბის გარშემო, ფართოფოთლოვანი ტყე შეგხვდება, სადაც ველოსიპედით სეირნობასაც შეძლებ. ამას გარდა, საპიკნიკე, მშვიდ ადგილებსაც გადააწყდები. თუ თევზაობა გიყვარს, აპრილის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე ტბაში კარჩხანასაც დაიჭერ.
ჭილის ტბა და მის ირგვლივ არსებული ბუნება წლის ყველა სეზონზე ლამაზია. ტურისტებს კი ეს ადგილი განსაკუთრებით ზამთარში იზიდავს, როცა ტბა იყინება და მისი სანაპირო თოვლით იფარება.
ტბამდე კარგ ამინდში მაღალი გამავლობის ავტომობილით მიხვალ. შეგიძლია, თბილისიდან დასავლეთისკენ მუნიციპალური ავტობუსის ბოლო გაჩერებამდეც მიხვიდე და შემდეგ ტბისკენ 5,5-6 კმ ფეხით გაიარო.
ჭილის ტბიდან ბილიკი მთის ფერდებზე ადის, საიდანაც 3,3 კმ-ია დიდგორის მთამდე. აქედან კი თბილისსა და მის შემოგარენზე ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.